საქართველოში ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა - Palitra News

საქართველოში ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა

2022-09-07 13:11:20+04:00

საქართველოში ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამას მოწმობს ცოტა ხნის წინ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მონაცემებიც, საიდანაც ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 2019 წელთან შედარებით, საქართველოში ტურიზმი თითქმის 52.%-ით აღდგა.

კერძოდ, უწყების მიერ 8 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანას სამ მილიონ 200 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ეწვია.

რაც შეეხება თვეების მიხედვით, აგვისტოში საქართველოში 583 ათასი საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 136 %-ს შეადგენს.