ახალგაზრდებისთვის ტრენინგი „სუფთა ჰაერი ლურჯი ცისთვის“ გაიმართა. 7 სექტემბერი „სუფთა ჰაერი ლურჯი ცისთვის“ საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნის ფარგლებშიც, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, მწვანე ბანაკის „კლიმატის ელჩების“ მონაწილეებისთვის ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგი ახალგაზრდებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა ჩაუტარა.
შეხვედრაზე განიხილეს ავტოტრანსპორტის სექტორის, სამრეწველო და სამშენებლო სექტორების გავლენა ჰაერის დაბინძურებაზე და მონაწილეები გაეცნენ ჰაერის ხარისხის დაცვის კუთხით არსებულ რეკომენდაციებს.