რეფორმები და კიდევ რეფორმები - ასეთია ევროკავშირის მთავარი გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ - ევროპული სტრუქტურის ლიდერებმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ერთობლივ ბრიფინგზე შეახსენეს, რომ თუ ქვეყანას ევროპული ოჯახის წევრობა სურს, მაშინ დემოკრატიის ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს. ჯოზეფ ბორელმა ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებსაც გაუსვა ხაზი, თუმცა დასძინა რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო.