მსახიობი ტიმოთი შალამე წითელი ხალიჩისთვის შერჩეული ჩაცმულობის გამო ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოქცეულა და გამონაკლისი არც წლევანდელი ვენეციის კინოფესტივალია. მსახიობს ცნობილი დიზაინერის, ჰაიდერ აკერმანის წითელი ფერის სამოსი ეცვა, რომელმაც სოციალური ქსელების მომხმარებლების გული მაშინვე მოიგო.
ქუსლიანი ფეხსაცმელი, წითელი შარფი და სამოსი ზურგის გარეშე — ტიმოთის ასეთმა ჩაცმულობამ ინტერნეტი მალევე აალაპარაკა და მსახიობის ფოტოებიც ვირუსულად გავრცელდა. ტიმოთი შალამე ასეთი ჩაცმულობით ვენეციის კინოფესტივალზე თავისი ახალი ფილმის, Bones And All-ის პრემიერას დაესწრო.
ტიმოთის ფილმ „შენი სახელით მომმართე“-ში შესრულებული როლისთვის, ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მიენიჭა, ამ კატეგორიაში კი გახდა მესამე ახალგაზრდა ოსკაროსანი. 2018 წელს, ნარკოტიკზე დამოკიდებული ახალგაზრდა ბიჭის როლი ითამაშა დრამაში „ლამაზი ბიჭი“. ამ როლის შესრულებით იგი ნომინირდა „BAFTA საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლზე.