სამხრეთ კორეაში ქარიშხალ "ჰანამნორს" სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

სამხრეთ კორეაში ქარიშხალ "ჰანამნორს" სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა

2022-09-07 10:58:26+04:00

სამხრეთ კორეას ძლიერი ქარიშხალი „ჰანამნორი“ დაატყდა თავს. სტიქიურ უბედურებას გასული 24 საათის განმავლობაში სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა.

BBC-ის ინფორმაციით, უეცარი წყალმოვარდნის დროს ისინი მიწისქვეშა პარკირების სივრცეში ავტომობილებში იმყოფებოდნენ.

ექსპერტების შეფასებით, „ჰანამორი“ მიმდინარე წლის ყველაზე ძლიერი ქარიშხალია, რომელიც აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს დაატყდა თავს. საერთო ჯამში ქარიშხალს სამხრეთ კორეაში სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა.