ქართულმა სურათმა ვენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მსოფლიო კონკურსზე მეორე ადგილი მოიპოვა - Palitra News

ქართულმა სურათმა ვენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მსოფლიო კონკურსზე მეორე ადგილი მოიპოვა

2022-09-07 10:35:24+04:00

სანდრო ელოშვილის ნამუშევარმა „მე ვგრძნობ, მე ვოცნებობ, შენ ხედავ“- ვენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მსოფლიო კონკურსზე მეორე ადგილი მოიპოვა. 202-ე უსინათლოთა სკოლის მოსწავლეების ემოციები, გულწრფელი და სწორი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ ფილმის მთავარი ხაზია. ქართველი ავტორის ნამუშევარი გამარჯვებულებს შორის 200-მდე კინოსურათიდან მოხვდა.