„კუნგ-ფუ პანდა 4“ ეკრანებზე 2024 წელს გამოვა - Palitra News

„კუნგ-ფუ პანდა 4“ ეკრანებზე 2024 წელს გამოვა

2022-09-07 10:33:11+04:00

Universal Pictures-ი ანიმაციური ფილმის „კუნგ-ფუ პანდა“ მეოთხე ნაწილს გამოუშვებს. ამის შესახებ Varity წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სურათი ეკრანებზე 2024 წლის 8 მარტს გამოვა. ამ ეტაპზე ფილმის სიუჟეტი და პროექტის სხვა დეტალები უცნობია.

პირველი „კუნგ ფუ პანდა“ სტუდია DreamWorks-ის ყველაზე წარმატებული პროექტი იყო და მსოფლიო გაქირავებაში 631 მილიონი დოლარი შეაგროვა.