სერია A-ში შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაშიც შედგება, "ნაპოლი" "ლივერპულს" უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
კვარაცხელია სავარაუდო შემადგენლობაშია, რაც ლოგიკურია, radgan მიმდინარე სეზონში ის ლუჩანო სპალეტის გუნდში ყველაზე გამორჩეულია. ნეაპოლური კლუბი ჩემპიონთა ლიგას ორი სეზონი შემდეგ უბრუნდება და ჯგუფიდან გასვლის ამბიცია აქვს - მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი კონკურენტები ჰყავს.
რაც შეეხება ლივერპულს, იურგენ კლოპის გუნდმა პრემიერლიგაში სეზონი იდეალურად ნამდვილად ვერ დაიწყო და 6 ტურში მხოლოდ 9 ქულა მოიპოვა რაც ცხადია, სასურველი შედეგი არ არის. ამგვარად, "სტადიო მარადონზე" ლივერპულს რთული მატჩი ელოდება. მით უფრო, რომ ლივერპულს ნაპოლისთან ბოლო ორი საგარეო თამაში წაგებული აქვს, თანაც ისე, რომ ნეაპოლში გოლიც არ გაუტანია.
გუნდში ბევრი საკადრო პრობლემებია. ტრავმები აქვთ ჯორდან ჰენდერსონს, ნაბი კეიტას, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენსა და ტიაგო ალკანტარას.