გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ დემილიტარიზებული ზონის შექმნას ითხოვს, რაც რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანას გულისხმობს.
გუტერეშმა ხაზი გაუსვა, რომ პირველ რიგში, რუსულმა და უკრაინულმა ძალებმა ელექტროსადგურის გარშემო ყველა სამხედრო ოპერაცია უნდა შეწყვიტონ.