ვოლოდიმირ ზელენსკი - სასტიკი დაპირისპირება ფრონტის თითქმის მთელ ხაზზე გრძელდება, ეს არის საბრძოლო მოქმედებების 1 300 კილომეტრი - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - სასტიკი დაპირისპირება ფრონტის თითქმის მთელ ხაზზე გრძელდება, ეს არის საბრძოლო მოქმედებების 1 300 კილომეტრი

2022-09-07 09:15:39+04:00

სასტიკი დაპირისპირება ფრონტის თითქმის მთელ ხაზზე გრძელდება, ეს არის საბრძოლო მოქმედებების 1 300 კილომეტრი და უბრალოდ უსამართლოა, როდესაც ბევრს საუბრობენ ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე, ზოგი კი - თითქოს დავიწყებულია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი მეომრები მრავალი მიმართულებით აკეთებენ აბსოლუტურად დიდ საქმეს და ისინი აბსოლუტური გმირები არიან.