უკრაინელებმა სამხრეთით რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს - Palitra News

უკრაინელებმა სამხრეთით რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს

2022-09-07 09:15:09+04:00

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე რამდენიმე დასახლება დაიბრუნეს, - ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.

მისი თქმით, გათავისუფლებული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი, რათა არ მოხდეს ოკუპანტების მხრიდან მასიური დარტყმების განხორციელება.