სახალხო დამცველის არჩევის წესი შესაძლოა შეიცვალოს. აქამდე დანიშნულ ომბუდსმენებს არასამთავრობო ორგანიზაცია არჩევდა და ოპოზიციას წარუდგენდა. შემდგომი ეტაპი პარლამენტში განხილვა იყო.
"ქართული ოცნების" ინიციატივით ახლა შუამავალი რგოლი ჩნდება, რომელიც მესამე სექტორითა და დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდება, მათ მიერ შერჩეული კანდიდატები ჯერ ოპოზიციას, შემდეგ კი პარლამენტს წარედგინება, აღნიშნულში ოპოზიცია "ქართული ოცნების" მიერ ომბუდსმენის სამსახურის მიტაცების მცდელობას ხედავს, "ქართული ოცნებაში" კი ამბობენ, რომ კანდიდატების წარდგენის შემდეგ, მხოლოდ განხილვის ეტაპზე ჩაერთვებიან.