მმართველი პარტია და მთავრობა კარს უხსნის ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა იქვე აღნიშნა ისიც, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებსა და დეპოლარიზაციაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხეს ევროკომისრებმაც.
პარტნიორებმა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირეს, მათ ხაზი გაუსვეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის ისტორიულ მნიშვნელობასა და ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანების აუცილებლობას ამ მიზნის მიღწევისთვის.