ევროკავშირის ქვეყნები კვლავ რუსულ ნავთობზე არიან დამოკიდებულები და აქტიურად მოიხმარენ მას, მიუხედავად ემბარგოსი, რომელიც დეკემბერში უნდა ამოქმედდეს. აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.
როგორც ცნობილია, რუსული ნავთობის ემბარგო ძალაში 5 დეკემბერს შევა, თუმცა როგორც გამოცემა წერს, ევროპა მის შესყიდვას მნიშვნელოვნად შეამცირებს ერთი თვით ადრე. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ განხორციელდეს ყველა დადგენილი ზომა.
ამ ფონზე კი სააგენტოს ცნობით, რუსული ნავთობის საკითხს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა ნავთობის გლობალურ ბაზარზე.
სააგენტოს შეფასებით, აგვისტოში ევროკავშირმა რუსეთიდან დღიურად დაახლოებით მილიონი ბარელი ნავთობი მიიღო, რაც ივლისის მაჩვენებელზე მაღალია, თუმცა დაბალია აპრილ-მაისის პიკურ რაოდენობაზე.