2022 წელს, TANAP-ისა და TAP-ის მილსადენების საშუალებით, 11,3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გატარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შახბაზოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, თურქეთში TANAP-ის საშუალებით 3,7 მლრდ კუბური მეტრი გაზი გავიდა, ევროპაში კი - 7,3 მლრდ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ჯამში, 2022 წელს, აზერბაიჯანიდან თურქეთში 5,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გავიდა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, „სამხრეთის დერეფნის“ გავლით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობებზე დივერსიფიცირება მოახდინა.
TAP-ი, რომელიც „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს წარმოადგენს, ყოველწლიურად 8 მლრდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და 1 მლრდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს აწვდის.