მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა მოტივირებული შენიშვნები წარადგინა, რომლის მიხედვითაც მთავარ პრობლემა ადამიანის უფლებათა დარღვევის, ინკლუზიურობისა და ქართული ოცნების მხრიდან ცვლილებების საჭიროების საკმარისი არგუმენტაციის არარსებობა იყო. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები საკმარისი არ არის და არც დასაბუთებულია. საპარლამენტო ოპოზიცია, კი ვეტოს დაძლევას ქართული ოცნების არასწორ სვლად მიიჩნევს.