სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის ფარგლებში სპეციალური ოპერაციების ძალების საჩვენებელი სწავლება ჩატარდა. - Palitra News

სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის ფარგლებში სპეციალური ოპერაციების ძალების საჩვენებელი სწავლება ჩატარდა.

2022-09-06 20:27:05+04:00

სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის ფარგლებში სპეციალური ოპერაციების ძალების საჩვენებელი სწავლება ჩატარდა. სწავლების მიმდინარეობას აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-მაიორი ტომას კარდენი თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო. ამერიკელ სტუმარს გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მე-4 ქვეით ბრიგადაში მრავალეროვნული ბრიგადის შტაბში უმასპინძლა. დღესვე, თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების საჩვენებელი სწავლება გაიმართა.