ხატია დეკანოიძე - მე, პირადად ვმუშაობ სანქციებზე, ინფორმაციას ჩვენ ვაწვდით - გავაკეთებ ყველაფერს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასანქცირდეს, ვინც უკრაინის გამარჯვებას ხელს უშლის - Palitra News

ხატია დეკანოიძე - მე, პირადად ვმუშაობ სანქციებზე, ინფორმაციას ჩვენ ვაწვდით - გავაკეთებ ყველაფერს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასანქცირდეს, ვინც უკრაინის გამარჯვებას ხელს უშლის

2022-09-06 20:05:22+04:00

ბიძინა ივანიშვილი, ლევან ვასაძე, უჩა მამაცაშვილი - ეს იმ პირთა ნაწილია, რომელთა სანქცირებასაც უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტო ითხოვს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პუტინის რუსეთის მხარდაჭერაა. ოპოზიცია ივანიშვილის დასანქცირებას ბოლო პერიოდში აქტიურად ითხოვს. ხატია დეკანოიძე, აცხადებს რომ შესაბამის ორგანოებს ის პირადად აწვდის საჭირო ინფორმაციას, რათა უფრო მეტი ადამიანი დასანქცირდეს. ხელისუფლება კი მსგავს მოთხოვნას სააერთაშორისო პრინციპების დარღვევად მიიჩნევს. სანქციების თემას ეხმაურება საქართველოში ამერიკის ელჩიც.