ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მხარდასაჭერად, ჩრდილოეთ კორეიდან მილიონობით რაკეტისა და საარტილერიო ჭურვის შეძენას გეგმავს.
ამერიკელი ჩინოვნიკის შეფასებით, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, ის ფაქტი, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეას მიმართავს, ადასტურებს, რომ რუსი სამხედროები შეიარაღების მომარაგების კუთხით კვლავ განიცდიან სერიოზულ დეფიციტს, რაც ნაწილობრივ, ექსპორტის კონტროლისა და დაწესებული სანქციების შედეგია.