საშემოდგომო სესია გაიხსნა - რა განცხადებები გაკეთდა პარლამენტში - Palitra News

საშემოდგომო სესია გაიხსნა - რა განცხადებები გაკეთდა პარლამენტში

2022-09-06 15:24:25+04:00

საქართველოს პარლამენტში საშემოდგომო სესია პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სხდომათა დარბაზში ოპონენტების ნაწილს ისევ უსამშობლოები უწოდა და თქვა რომ ოპოზიცია ქართველი ხალხის ღირებულებებს ებრძვის. პასუხმაც არ დააყოვნა - ოპოზიცია კობახიძეს ურჩევს ოპონენტებზე თავდასხმის ნაცვლად, იმ ადამიანების პრობლემებით დაინტეტესდეს, რომლებიც თვიდან თვემდე ქვეყანას მასიურად ტოვებენ.