რუსულმა ძალებმა კრივოი-როგში ნავთობბაზა დაბომბეს - Palitra News

რუსულმა ძალებმა კრივოი-როგში ნავთობბაზა დაბომბეს

2022-09-06 12:58:21+04:00

დნეპრო პეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ კრივოი-როგის დაბომბვის შედეგად ნავთობ ბაზაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ.

ნგრევის მასშტაბებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.