ქვეყნის მასშტაბით პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა ტესტირება დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფო გორგოძესთან ერთად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განთავსებულ საგამოცდო ცენტრს ეწვია და ტესტირების პროცესს ადგილზე გაეცნო.
პროფესიული ტესტირება 6 სექტემბერს, 9 საათზე საბუნებისმეტყველო საგნების გამოცდით დაიწყო და 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს მასშტაბით ჯამში 53 საგამოცდო ცენტრია გახსნილი, აქედან 4 თბილისში ფუნქციონირებს.