დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება. პირველი პლენარული სხდომა ტრადიციულად პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება, რის შემდეგაც 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მოუსმენენ. 6 სექტემბრის სხდომაზე სავარაუდოდ, ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხის განიხილავენ და კენჭს უყრიან. მიმდინარე კვირაში პარლამენტი ომბუდსმენის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტს, ასევე ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. საშემოდგომო სესიის ფარგლებში, პარლამენტს რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს - კვლავ ასარჩევია ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული წევრები, ასევე ახალი სახალხო დამცველი.