საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ბულგარეთს დაუპირისპირდება - Palitra News

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ბულგარეთს დაუპირისპირდება

2022-09-06 10:01:51+04:00

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში ბულგარეთს დაუპირისპირდება.

ჩვენი გუნდი აღნიშნულ შეხვედრას თურქეთთან შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ კარგი განწყობით ხვდება. ნაკრებმა გუშინ თბილისი არენაზე მატჩის წინა ვარჯიში გამართა. ჯერჯერობით უცნობია დაეხმარება თუ არა გუნდს ინდიანა პეისერსის ცენტრი, გოგა ბითაძე.

ამ დროისთვის ჩვენი ნაკრები, ა ჯგუფში, 1 მოგებითა და 2 მარცხით მეხუთე პოზიციას იკავებს. მიუხედავად ამისა, საქართველოს პლეი ოფში გასვლის რეალური შანსი აქვს. დღევანდელი შეხვედრა ტრადიციულად თბილისი არენაზე გაიმართება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.