მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა - Palitra News

მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა

2022-09-06 09:56:35+04:00

პოლონეთში 116 წლის თეკლა იუნევიჩი გარდაიცვალა, რომელიც მსოფლიოში რიგით მეორე უხუცესი ადამიანი იყო. ამის შესახებ გამოცვემა Misyjne წერს.იუნევიჩი 1906 წლის 10 ივნისს, ავსტრია-უნგრეთის ტერიტორიაზე, ლვოვიდან 40 კილომეტრის მოშორებით დაიბადა.103 წლამადე ის თავს დამოუკიდებლად უვლიდა, შემდეგ კი მასზე შვილიშვილები ზრუნავდნენ.