ბრიტანულმა Tatler-მა კეიტ მიდლტონი 2022 წლის ყველაზე მოდურ ცნობილ ადამიანად დაასახელა - Palitra News

ბრიტანულმა Tatler-მა კეიტ მიდლტონი 2022 წლის ყველაზე მოდურ ცნობილ ადამიანად დაასახელა

2022-09-06 09:55:26+04:00

ჟურნალ Tatler-ის ბრიტანული ვერსიის რედაქტორებმა კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტ მიდლტონი 2022 წლის ყველაზე მოდურ ცნობილ ადამიანად დაასახელეს. შესაბამისი რეიტინგი გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.ჟურნალისტებმა სხვადასხვა ფესტივალისა თუ დაჯილდოების წითელ ხალიჩებზე და საჯარო ღონისძიებებზე ვარსკვლავების ჩაცმულობა შეაფასეს.მეორე ადგილზე ზიმბაბველი ბლოგერი ვიმბაი მასიივა, მესამეზე კი მოდელი ფრეია ასპინალი.