ბოგოტაში მსოფლიოში ყველზე მასშტაბური კონცერტი ჩატარდა - Palitra News

ბოგოტაში მსოფლიოში ყველზე მასშტაბური კონცერტი ჩატარდა

2022-09-06 09:52:22+04:00

კოლუმბიის დედაქალაქში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური კონცერტი ჩატარდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ღონისძიებაში ბოგოტას სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მონაწილეობა 16 000-მა მუსიკოსმა მიიღო. კონცერტის მიზანი 60-წლიანი შიდა კონფლიქტის შემდეგ მშვიდობის დამკვიდრების აღნიშვნა იყო.1985-2018 წლებში კოლუმბიის მთავრობასა და ამბოხებულებს შორის დაპირისპირებას 450 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.