iPhone 14-ის პრეზენტაციის თარიღი ცნობილია - Palitra News

iPhone 14-ის პრეზენტაციის თარიღი ცნობილია

2022-09-06 09:51:38+04:00

iPhone 14-ისა და Apple-ის სხვა პროდუქტების პრეზენტაციის თარიღი ცნობილია. როგორც კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, პრეზენტაცია 7 სექტემბერს გაიმართება.

პრეზენტაციის პირდაპირ ეთერში ხილვა Apple-ის ოფიციალურ არხზე იქნება შესაძლებელი. პირველად 2019 წლიდან პრეზენტაცია ოფლაინ-ფორმატში, ჟურნალისტებისა და სხვა სტუმრების თანდასწრებით გაიმართება.