უკრაინის ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთის” ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, სამხრეთ უკრაინაში 86 ოკუპანტი და მტრის საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს. მათივე ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ 18 დარტყმა მიაყენა მტრის პოზიციებს, ლოგისტიკას, სარდლობას და პოზიციებს.
სარდლობაში აცხადებენ, რომ სარაკეტო და საარტილერიო ნაწილებმა შეასრულეს 370 საცეცხლე ამოცანა მტრის საჰაერო თავდაცვის დანაყოფების, ძალების და აქტივების კონცენტრაციის ტერიტორიების, ელექტრონული ომის სადგურების და პონტონური გადასასვლელების განადგურების მიზნით დარიევკას მახლობლად და კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან.