FIBA ევრობასკეტის A ჯგუფში თურქეთ-საქართველოს შორის 2022 წლის 4 სექტემბერს თბილისში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციამ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
"თამაშის დასრულების შემდეგ, თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ გააპროტესტა დროის აღრიცხვის ოპერაციის შეცდომა. წარმოდგენილი მასალების და მტკიცებულების განხილვის შემდეგ, FIBA-ს ევრობასკეტის სადისციპლინო კოლეგიამ დაადგინა: მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მე-4 მეოთხედში მართლაც იყო დროის აღრიცხვის შეცდომა, თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ ვერ დაამტკიცა, რომ ამ შეცდომის გარეშე მატჩის შედეგი განსხვავებული იქნებოდა. შედეგად, თურქეთის კალათბურთის ფედერაციის საჩივარი, რომელიც აპროტესტებდა თამაშის შედეგს, არ დაკმაყოფილდა," - წერია განცხადებაში.