გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
მარტვილის, ამბროლაურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან, ასევე ამოღებულია, ჯამში 19 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორი და ათ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი და ძელაკი.
მასალები შესაბამის საგამოძიებო უწყებებში გადაიგზავნა.