რა არის გახშირებული ხანძრების გამომწვევი მიზეზები? - ექსპერტები სავარაუდოდ მიზეზად საზოგადოების მხრიდან დაუდევრობას ასახელებენ - Palitra News

რა არის გახშირებული ხანძრების გამომწვევი მიზეზები? - ექსპერტები სავარაუდოდ მიზეზად საზოგადოების მხრიდან დაუდევრობას ასახელებენ

2022-09-06 09:13:02+04:00

უსაფრთხოების სპეციალისტები ხანძრების გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ათობით ათასი ჰექტარის განადგურების სავარაუდო მიზეზი ექსტრემალური ტემპერატურების ხანგრძლივობა და საზოგადოების მხრიდან დაუდევრობაა. ისინი ზუსტი მიზეზის დასადგენად გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

ხანძართან ეფექტური გამკლავების გზებზე საუბრისას უსაფრთხოების სპეციალისტები განმარტავენ, რომ საქართველოს დროული რეაგირებისთვის შესაბამისი რესურსი არ აქვს.