ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს მთავრობის სახელით ლიზ ტრასს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ ამ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე, გამომწვევებით სავსე პერიოდში - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს მთავრობის სახელით ლიზ ტრასს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ ამ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე, გამომწვევებით სავსე პერიოდში

2022-09-06 09:08:53+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიზ ტრასს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რომ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობამ ბოლო წლებში ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა.