ოპოზიციური პარტიები პოლიტიკური კრიზისისგან გამოსავალს ვადამდელ არჩევნებში ხედავენ. “ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საარჩევნო კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების მიღებაზე და წინასაარჩევნოდ ისეთი გარემოს შექმნაზე საუბრობს, რაც ხალხის ხმების დაცვას უზრუნველყოფს.
“ლელოს” ლიდერის თქმით, კონსტიტუციის ცვლილება არის ის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ვადამდელ არჩევნებამდე უნდა გატარდეს.