მმართველი გუნდი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებს სკეპტიკურად უყურებს და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას არარელევანტურად თვლის. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთადერთი ადგილი, სადაც უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია ეს რადიკალური ოპოზიციაა. ის “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ქვეყანაში არსებული ვითარების არევის წარუმატებელ მცდელობებს იხსენებს და ამბობს, რომ ეს ოპოზიციის იმედგაცრუების განმაპირობებელი მთავარი მიზეზია.