იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა - Palitra News

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა

2022-09-06 09:07:36+04:00

ურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ საქართველოს კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე ისაუბრა.

საკითხი შეეხებოდა პარლამენტის მიერ 7 ივნისს მიღებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც იზრდება სისხლის სამართლის იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელთა მიმართაც შესაძლებელი გახდება ფარული საგამოძიებო მოქმედებები.