2022 წლის იანვარ-აგვისტოში კაბადოკიაში ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების რეკორდული რაოდენობა ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა „ანადოლუ“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, წელს 8 თვეში თურქეთის ამ ტურისტულ ობიექტს 2,54 მლნ ვიზიტორი ესტუმრა, რაც „ტურიზმის ოქროს პერიოდს“ - 2019 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელს აღემატება.
თურქეთის პროვინციის ნევშეჰირის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან კაპადოკიას 2 545 033 ტურისტი ეწვია, უშუალოდ აგვისტოში კი ეს მაჩვენებელი 652 921 იყო. შედარებისთვის, 2019 წლის აგვისტოში კაბადოკიას 566 033 ტურისტი ეწვია.