შვეიცარია აპირებს შეწყვიტოს რუსეთის მოქალაქეების შვეიცარიაში არსებული საბანკო აქტივების შესახებ ინფორმაციის მიწოდება რუსეთისთვის - ამის შესახებ finews.com წერს.
მას შემდეგ, რაც ეროვნული საბჭოსა და კანტონების საბჭოებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ ინიციტივას, ის ახლა შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ უნდა მიიღოს, რომელიც როგორც მოსალოდნელია, ამის შესახებ გადაწყვეტილებას სექტემბრის ბოლოსთვის გამოაცხადებს.
საბანკო მონაცემების ავტომატური გაცვლის რეჟიმი შვეიცარიასა და რუსეთს შორის 2018 წლიდან მოქმედებს.
ცნობისთვის, ისეთმა ქვეყნებმა როგორებიცაა გერმანია, ავსტრია და დიდი ბრიტანეთი უკვე შეწყვიტეს რუსეთისთვის საბანკო ინფორმაციის მიწოდება.