მიხაილო პოდოლიაკი ირწმუნება, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია უშედეგოა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის ინფორმაციით, თავრობა ჯერ კიდევ ელოდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ. პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ ქარხანაში "ბირთვული აუდიტი უნდა ჩატარდეს", რომელშიც მონაწილეობას "ატომური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების მცოდნე ადამიანები“ მიიღებენ.