ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა უკრაინის თავდაცვის სფეროსთვის შემდგომი დახმარების საკითხი განიხილეს - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა უკრაინის თავდაცვის სფეროსთვის შემდგომი დახმარების საკითხი განიხილეს

2022-09-05 20:38:13+04:00

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრის დროს ფრონტზე არსებული მდგომარეობა და საფრანგეთის მხრიდან უკრაინის თავდაცვის სფეროსთვის შემდგომი დახმარების საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.

„საფრანგეთის პრეზიდენტთან არსებითი, 1.5 საათზე ხანგრძლივი მოლაპარაკება გავმართე. მე მას ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ვესაუბრე. საფრანგეთის მხრიდან უკრაინის თავდაცვის სფეროსთვის შემდგომი დახმარების საკითხი შევათანხმეთ და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მისიის შედეგებზე შეფასებები გავცვალეთ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი „ტვიტერზე“.