თბილისში მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „დიდება უკრაინას“ უკრაინისა და საქართველოს ჰიმნებით გაიხსნა. საზოგადოებამ უკრაინაში დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. კონფერენციაზე უკრაინის ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებსა და ევროპული უსაფრთხოების მომავალზე მსჯელობენ. ღონისძიებაში ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები და დიპლომატები მონაწილეობენ. რაზე გაამახვილეს ყურადღება ევროპარლამენტარებმა და მიიღო თუ არა მონაწილეობა ღონისძიებაში მმართველმა პარტიამ.