საპარლამენტო ოპოზიცია რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო სამუშაო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - Palitra News

საპარლამენტო ოპოზიცია რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო სამუშაო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2022-09-05 18:20:17+04:00

საპარლამენტო ოპოზიცია რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო სამუშაო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ხელისუფლების ოპონენტები, მათ მიერ წარდგენილ ინიციატივებზე პასუხისმგებლობის ასაღებად მზადყოფნას გამოთქვამენ და ევროკომისიის რეკომენდაციების რეალურად შესრულებისთვის საჭირო ყველა ინიციატივას მხარს უჭერენ.