"ლელოს" ლიდერი, ბიზნესმენი და პარლამენტარი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში, ქართველ ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს.
მისი თქმით, კვარაცხელია საერთო ეროვნული გამარჯვების სიმბოლოა და დღეს ყველას ვალია, რომ მას მხარი დავუჭიროთ.
"ხვიჩა კვარაცხელია არა მარტო ფეხბურთს აცოცხლებს და იმედს იძლევა, არამედ ქმნის მუხტს, რომ გამარჯვება შესაძლებელია, იძლევა მაგალითს, რომ თავდაუზოგავ შრომას ყოველთვის აქვს შედეგი! შეეშვით მისი პოლიტიკაში ჩართვის, ან მასთან აფილირების მცდელობას. ხვიჩა კვარაცხელია საერთო ეროვნული გამარჯვების სიმბოლოა და დღეს ყველას ვალია მას მხარი დავუჭიროთ და გავამხნეოთ, ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის გარეშე! ასეთი მაგალითები უნდა გვაერთიანებდეს საქართველოსთვის!" - წერს ხაზარაძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.