სოსო გოგაშვილი - "ქართული ოცნება" არ არის პრორუსული ძალა, ის არის რუსული პარტია - ე.წ. დეპუტატებს, ყველას ამას არც ეტყვიან, ამიტომაც მზად არიან "დაიგინონ" - Palitra News

სოსო გოგაშვილი - "ქართული ოცნება" არ არის პრორუსული ძალა, ის არის რუსული პარტია - ე.წ. დეპუტატებს, ყველას ამას არც ეტყვიან, ამიტომაც მზად არიან "დაიგინონ"

2022-09-05 15:12:18+04:00

სოსო გოგაშვილი ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" არა პრორუსული ძალა, არამედ პირდაპირ რუსული პარტიაა. როგორც სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი თავის მორიგ მიმართვაში აცხადებს, ე.წ. დეპუტატებს ამას არც ეტყვიან, ამიტომაც ისინი მზად არიან „დაიგინონ”. გოგაშვილი მათ თავისი გზავნილის კარგად გაცნობისკენ მოუწოდებს. წერილში დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანი „საქართველოს სპეცსამსახურების ოკუპანტ რუსებთან კოლაბორაციის ერთ-ერთ მაგალითზე“ საუბრობს.