დიდი გამოწვევებია არამხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, ამ ფონზე ვახერხებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რაც ძალიან მისასალმებელია - პრემიერი - Palitra News

დიდი გამოწვევებია არამხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, ამ ფონზე ვახერხებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რაც ძალიან მისასალმებელია - პრემიერი

2022-09-05 15:04:22+04:00

ეკონომიკურმა ზრდამ ბოლო 7 თვის განმავლობაში 10.3% შეადგინა. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი გამოწვევებია უკრაინის ფონზე არამხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ ფონზე ვახერხებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რაც ძალიან მისასალმებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერი განმარტავს, ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ფულადი გზავნილები კი 46.8%-ით არის გაზრდილი.