"ნაციონალური მოძრაობა" ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. პარტიის მიერ გამართულ ბრიფინგზე, ნიკა მელიამ მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და საპროტესტო ღონისძიებები დააანონსა. ქვეყნის ყველაზე მსვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ პირობა დადო, რომ პარტიას საქართველოს მოსახლეობასთან და და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია ექნება. მელია ირწმუნება, რომ გასულ პერიოდთან შედარებით დღეს, ხელისუფლების გადადგომის ყველა წინაპირობა არსებობს.