კახა კალაძის განცხადებით, ის ევროპარლამენტარები, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ, „ქვეყნის მტრები არიან“ - Palitra News

კახა კალაძის განცხადებით, ის ევროპარლამენტარები, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ, „ქვეყნის მტრები არიან“

2022-09-05 14:11:48+04:00

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის ევროპარლამენტარები, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ „ქვეყნის მტრები, ვითომ მეგობრულად შერაცხულები არიან“.

როგორც მან აღნიშნულ კონტექსტში ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველოს ევროპული კურსიდან არ გადაუხვევია.