სიჩქარის გადაჭარბებისთვის არსებული სანქციები მკაცრდება, ე.წ. დრიფტი კი დასჯადი ხდება - პარლამენტში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით დაგეგმილი ცვლილებების განხილვა იწყება - Palitra News

სიჩქარის გადაჭარბებისთვის არსებული სანქციები მკაცრდება, ე.წ. დრიფტი კი დასჯადი ხდება - პარლამენტში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით დაგეგმილი ცვლილებების განხილვა იწყება

2022-09-05 13:14:57+04:00

ბოლო პერიოდში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი მატების ფონზე, პარლამენტში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით დაგეგმილი ცვლილებების განხილვა იწყება.

ცნობილია, რომ სიჩქარის გადაჭარბებისთვის არსებული სანქციები მკაცრდება, ე.წ. დრიფტი კი დასჯადი ხდება - თუ რა შედეგებს მოიტანს ახალი რეგულაციები, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე გელა კვაშილავამ ვრცლად პრესკონფერენციაზე ისაუბრა, ექსპერტი ცვლილებებს დადებითად აფასებს, მისივე შეფასებით აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება და აღსრულების ნაწილში თანამედროვე ტექნოლოგიების გაძლიერება.