საქართველოში მოქმედმა 18-მა სადაზღვევო კომპანიამ 2022 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში 504.7 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემიები მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტია. წმინდა მოგება კი 10.3 მილიონი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით, 7.4 მილიონი ლარით ნაკლებია.
გაიზარდა სადაზღვევო კომპანიების აქტივების ზომაც და ის 1.15 მილიარდს უტოლდება, მატება 120 მილიონი ლარია. სადაზღვევო ბაზრის ლიდერის პოზიცია კვლავ "ჯიპიაი ჰოლდინგს" უჭირავს, მთლიანად სექტორის მიერ მოზიდული პრემიების 20%-იანი მაჩვენებლით. მეორე პოზიციას "თიბისი დაზღვევა" იკავებს.
სრულად სადაზღვევო ბაზრის მოთამაშეთა შედეგები სეგმენტების მიხედვით ასე ნაწილდება: პირველ ადგილზეა სამედიცინო დაზღვევის სფერო, 231 მილიონი ლარის შემოსავლით. მეორე პოზიციას 85 მილიონით ავტოდაზღვევა იკავებს, მესამეზე კი ქონების დაზღვევაა 65-მილიონიანი მაჩვენებლით.