მოსახლეობას აგვისტოში 305 ძირითადი პროდუქტიდან და მომსახურებიდან 259 გაუძვირდა - Palitra News

მოსახლეობას აგვისტოში 305 ძირითადი პროდუქტიდან და მომსახურებიდან 259 გაუძვირდა

2022-09-05 13:09:47+04:00

მოსახლეობას აგვისტოში 305 ძირითადი პროდუქტიდან და მომსახურებიდან 259 გაუძვირდა. ამასთან, საქსტატის დათვლით, გასულ თვეს წლიური ინფლაციის დონემ 10.9% შეადგინა, შესაბამისად, წინა თვეებთან შედარებით ფასების წლიური ზრდის ტემპი შემცირების ტენდეციას ავლენს, თუმცა რეალობა მაინც რთულია. მეტი თვალსაჩინოებისთვის, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვიურად მოსახლეობა 305 ძირითადი დასახელების საქონელსა და მომსახურებას მოიხმარს.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ამ 305 პროდუქტიდან და მომსახურებიდან 259-ზე ფასები გაიზარდა, 10-ზე ფასები უცვლელად დარჩა, ხოლო 36-ზე ფასები შემცირდა.

გაძვირებული 259 პრდოქუტიდან და მომსახურებიდან 146-ზე ფასების ორნიშნა პროცენტული ზრდა ფიქსირდება. შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი დონე 3%-ს შეადგენს.